|
2024-04-30 14:46:54, 362 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზის“ მენეჯმენტის წევრები ლატვიური საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია SIGIS-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ
"საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტის წევრები ლატვიური საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია SIGIS-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ. "საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სატრანზიტო გადაზიდვების დიგიტალიზაციის პროცესი განიხილეს, რომელიც საერთაშორისო მარშრუტების (მათ შორის შუა დერეფნის) განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. "კომპანია SIGIS სარკინიგზო და მულტიმოდალური გადაზიდვების სატრანსპორტო-ლოგისტიკურ მომსახურებას ევროპისა და აზიის მრავალ ქვეყანაში ახორციელებს. აღნიშნული კომპანია აქტიურად იყენებს railwagonlocation.com-ის პლატფორმას, რომლის დახმარებით საერთაშორისო გადაზიდვების ბაზარს, სატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვის პროცესში, ლოკაციებისა და სხვადასხვა ინფორმაციის პერმანენტულ მიწოდებას სთავაზობს. ასევე სატრანსპორტო კომპანიებისთვის შემუშავებული აქვს გადაზიდვების თანამედროვე IT სისტემა, რომელიც ტვირთის ტრანსპორტირებისთვის საჭირო სრული დოკუმენტაციისა და მონაცემების სისტემურ და ონლაინ აღრიცხვას უზრუნველყოფს. "საქართველოს რკინიგზაში" გადაზიდვების აღრიცხვის ელექტრონული საბუთების წარმოება 2017 წლიდან დაინერგა, რომელიც გულისხმობს შიდა გადაზიდვების აღრიცხვას, აგრეთვე ელექტრონული დოკუმენტების წარმოებას, როგორც შიდა, ასევე (ნაწილობრივ) საერთაშორისო გადაზიდვებისთვის. სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სატრანზიტო გადაზიდვების დიგიტალიზაციის პროცესი განიხილეს, რომელიც საერთაშორისო მარშრუტების (მათ შორის შუა დერეფნის) განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საერთაშორისო სარკინიგზო მარშრუტებზე მიმდინარე დიგიტალიზაციის პროექტების, სარკინიგზო კომპანიების ერთიანი ელექტრონული დოკუმენტების წარმოებისა და ონლაინ რეჟიმში მონაცემების გაცვლის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება",- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)