17:16 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 11:02:30, 397 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია ივანიშვილზე - საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ

საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ,- ასე ეხმაურება „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია „ქართული ოცნების" ორგანიზებით გამართულ „საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე" მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას.

როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, ივანიშვილის მიმართვა  „ზიზღის და შუღლის მთესველი" იყო.

„უკიდირესად იზოლაციონისტური და აგრესიულად რეპრესიული მიმართვა ჰქონდა ივანიშვილს, ზიზღის და შუღლის მთესველი. საქართველოსთვის ძალიან საშიშია ეს კაცი და წელს უნდა დავამთავროთ",- წერს გვარამია "'ფეისბუქის" გვეერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 აპრილს თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, „საყოველთაო-სახალხო შეკრება“ გაიმართა. რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics