20:44 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-30 10:17:03, 471 ნახვა

პოლიტიკა
გონჩარენკო - ივანიშვილმა ნიღაბი მოიხსნა და ის „ქართული ოცნება“ კი არა, კრემლის ოცნებაა

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო "ქართული ოცნების" მიერ გამართულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, "დღეს ივანიშვილმა ნიღაბი მოიხსნა. მას აღარ აქვს პრეტენზია, თავი მოაჩვენოს "ქართულ ოცნებად", ის კრემლის ოცნებაა, რომ საქართველო იყოს ბელარუსია“.

გონჩარენკო ასევე წერს, რომ „დაგვიანებულია, მაგრამ მხოლოდ ქართველ საზოგადოებას და სანქციებს შეუძლიათ ამ ყველაფრის შეჩერება".

„მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შეუძლია ამის შეჩერება. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები მას და მის გარემოცვას. გვიანია, მაგრამ მაინც“, - წერს რადას დეპუტატი.

შეგახსენებთ, 29 აპრილს "ქართული ოცნების" ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართა. იქ მისულ ხალხს სიტყვით მიმართეს პოლიტიკურმა ლიდერებმა, მათ შორის "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics