02:56 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 18:48:01, 470 ნახვა

პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი: მოვძებნით გზებს, რომ სამიტზე საქართველოს პროგრესი ვაღიაროთ

თავდაცვის მინისტერიალზე ერთ-ერთი აქტუალური თემა შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაა. სამიტზე აღინიშნა, რომ ამ სტრატეგიაში საქართველოს ჩართულობაზეა საუბარი.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა დირექტორმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ნატო-მ გააძლიერა საზღვაო ძალების ყოფნა შავ ზღვაში.

"როდესაც საქმე ეხება შავი ზღვის რეგიონს, ჩვენ ვცვლით ამ რეგიონში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას საქართველოსთან და სხვა პარტნიორებთან გადავამოწმოთ. ნატო-მ გააძლიერა საზღვაო ძალების ყოფნა შავ ზღვაში. წუხანდელი სადილის დროს ქართული მხარის თანდასწრებით გავცვალეთ მოსაზრებები იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ვართ შავი ზღვის რეგიონში", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ფორმატზე გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ მოძებნიან გზებს, რომ სამიტზე აღიარონ პროგრესი, რომელსაც საქართველო აღწევს.

"ასევე ველი, რომ მოგვიანებით მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ საქართველოსთან, ჩვენს ახლო პარტნიორთან, პრაქტიკული თანამშრომლობა", - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics