21:54 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-29 19:31:19, 463 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - კონტრაქციით ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებას - ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ

დღევანდელი კონტრაქციით ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ორგანიზებით დაანონსებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას".

სააკაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის იურიდიულ კომიტეტზე მე-2 მოსმენით განხილვიდან ოპოზიციონერი დეპუტატების გაძევებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ "ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს".

"მე პარლამენტში ვყოფილვარ როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე უმრავლესობის. ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს. დეპუტატებსა და მოწვეულ ექსპერტებს ხმას არ აღებინებდნენ და აძევებდნენ. მართლა ხომ არ ბნელა? ამათთან შედეგს მხოლოდ პერმანენტული და მწვავე აქციები გამოიღებს, რუსებზე მხოლოდ ეს ჭრის! 

დღევანდელი კონტრაქციით ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ, ამიტომ კარგად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი და უცხოეთის საპროტესტო მოძრაობების გამოცდილება",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

შეგახსენებთ, დღეს, 29 აპრილს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობდა. კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან 10-ზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics