|
2024-04-29 19:13:24, 357 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - აქ გამოჩნდება, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო
აქ გამოჩნდება და დაინახავთ, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ რუსთაველის გამზირიდან, საყოველთაო სახალხო შეკრებიდან ჩართვისას. ნინო წილოსანის განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში მიმდიანრეობდა ამ შეკრების დისკრედიტაციის მცდელობა. „მთელი ერთი კვირის მანძილზე რა არ გააკეთეს, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ ამ შეკრების, ამ ადამიანების შეურაცხყოფით და ზეწოლით გარკვეულწილად დაეთრგუნათ ხალხის მაგრამ რეალურად აქ გამოჩნდება და დაინახავთ, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. ვიცე-სპიკერმა ასევე ისაუბრა შეკრების მთავარ გზავნილსა და მოტივზე. „ჩვენი მთავარი გზავნილი არის საქართველოს გზა ღირსებით ევროპისკენ, ჩვენი მთავარი მოტივი არის ქვეყნის სიყვარული, ჩვენი მთავარი მიზანი არის, დავიცვათ მამული, ენა, სარწმუნოება. რუსთაველის გამზირზე ნამდვილი ზეიმია. მთელი აქართველოს მასშტაბით - თბილისიდან, რეგიონებიდან გულმხურვალე ადამიანები მოდიან, რომ გამოხატონ სიყვარული და ერთგულება თავისი ქვეყნის მიმართ და დააფიქსირონ თავისი მხარდაჭერა იმ სწორი პოლიტიკის მიმართ, რომელსაც მათ მიერ არჩეული ხელისუფლება ატარებს ამ 12 წლის მანძილზე. ჩვენ, როგორც ხელისუფლება პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე, რა თქმა უნდა, სწორ ნაბიჯებს და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უზრუნველვყოფთ“, - აღნიშნა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)