|
2024-04-29 13:54:04, 403 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის დაკავება ევროინტეგრაციის აქციაზე განაცხადია, რომ „ოცნება“ EU-ში გაწევრიანებას უარს ეუბნება
ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავება „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ აქციაზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მკაფიოდ გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, უკანონოდ დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. „ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის დაკავება „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ აქციაზე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს და მკაფიოდ გამოხატავს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ. ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრის დაკავება ევროინტეგრაციის იდეის აქციაზე არის განაცხადი, რომ “ქართული ოცნება” ღიად ეუბნება უარს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას . დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ უკანონოდ დაკავებული ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი. უსამართლო დაკავებებით ამ პროცესს ვერ შეაჩერებთ და თქვენთვისვე სჯობს მოუსმინოთ ასობით ათასი ქართველის ხმას!“ - განაცხადა ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)