|
2024-04-29 11:59:20, 464 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი - პაპუაშვილის, ოხანაშვილის და მანდატურების წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ვაპირებ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერი დეპუტატები, მათ შორის, სალომე სამადაშვილი გააძევა. „ლელოს“ წარმომადგენელს მას შემდეგ დაატოვებინეს სხდომა, რაც მან კითხვა დასვა, თუ როგორ იმოქმედებდა აღნიშნული კანონი უვიზო რეჟიმზე. როგორც სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ის "ფიზიკურ ძალადობაზე" სარჩელის შეტანას აპირებს. „ეს ფიზიკური ძალადობაა. ამიტომ, ამ ფიზიკურ ძალადობაზე მე ვაპირებ, რომ შევიტანო სარჩელი როგორც პაპუაშილის წინააღმდეგ, ასევე კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ, იმ მანდატურების წინააღმდეგაც, რომლებიც ძალადობენ ჩვენზე“, - განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, 3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს. 15 აპრილს კი, მას მხარი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაუჭირა. 17 აპრილს, პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს 83 ხმით არცერთის წინააღმდეგ, მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა.
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)