|
2024-04-29 03:18:17, 1252 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, 80 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა
"არა რუსულ კანონს" საპროტესტო აქციაზე, Mapchecking.com-ის მიხედვით, 80 ათასიდან 100 ათასამდე დემონსტრანტი იმყოფებოდა. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტების ცნობით ასევე სხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული კადრებით, დემონსტრაციის მონაწილეები ფარავდნენ ოპერიდან – რესპუბლიკის მოედნამდე ტერიტორიას. აღნიშნული ტერიტორია, მიახლოებით 20042 კვადრატულ მეტრს შეადგენს. დღევანდელ აქციაზე 80 ათასი ადამიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ კვადრატულ მეტრზე 4 დემონსტრანტი იდგებოდა. აქციის ცენტრში ყოველთვის ბევრად დიდია სიმჭიდროვე, ვიდრე პერიფერიებში. გაანგარიშებაში არ შედის რუსთაველის მიმდებარე შიდა ქუჩები, სადაც რეპორტიორების დაკვირვებით ასევე იმყოფებოდნენ და მოძრაობდნენ მომიტინგეები. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის პროფესორ, ჰერბერტ ჯეიკობს გამოთვლის მეთოდით დაბალი სიმჭიდროვის პირობებში 1 ადამიანი 1 კვადრატულ მეტრს იკავებს. საშუალო სიმჭიდროვისას, 1 კვადრატულ მეტრზე 2.5 ადამიანია, ანუ 5 ადამიანს 2 კვადრატული მეტრი სჭირდება. საერთაშორისო მედიაში ჯეიკობსის ფორმულის გამოყენება მიღებული პრაქტიკაა. ქუჩაში, მრავალათასიან აქციებზე დამსწრეთა ზუსტი რაოდენობის დათვლა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია, მიახლოებითი რაოდენობა გამოვთვალოთ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)