|
2024-04-27 21:04:25, 1708 ნახვა
სხვადასხვა
ვაკის მღვდელი კეკელია - პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა
ადამიანები მოგვიწოდებენ ცოდვის დაკანონებისკენ. მე წამაკითხეს გუშინდელი ევროკავშირის განცხადება პირდაპირ, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვერ მიიღებთ - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას ისაუბრა. "ადამიანები მოგვიწოდებენ ცოდვის დაკანონებისკენ. მე წამაკითხეს გუშინდელი ევროკავშირის განცხადება, რომ პირდაპირ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონს ვერ მიიღებთ - წარმოიდგინეთ, ამას გვეუბნებიან და ქრისტიანი ადამიანი ამ მხარეს შეიძლება დადგეს. ბევრჯერ მითქვამს და დღესაც უნდა გავიმეორო: ჩემთვის, თავისუფლებაზე დიდი უპირატესობა არ არის, იმიტომ რომ ღმერთმა მომცა მე ეს თავისუფლება, მე არ მინდა არავის მონა ვიყო, მე მინდა ერთადერთი, ქრისტეს მეგობარი ვიყო. მონობა და ადამიანი როდესაც თავისუფლებაზე ლაპარაკობს და პარლამენტარებს ეკითხებიან, რა არის კანონში ცუდი? ევროპამ თქვა რომ ცუდია და მორჩა, გათავდა, მე არ განვიხილავ ამას, თუ ევროპამ თქვა, ჩემთვის მიუღებელია. ევროპის ყველაზე მაგარმა ქვეყანამ, ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის - საბერძნეთმა, მიიღო რამდენიმე თვის წინ კანონი ერთსქესიანთა ქორწინების შესახებ. ათონის მთა აქვთ, წარმოიდგინეთ, ყველა ნაბიჯზე ეკლესია დგას, მაგრამ ამ ქვეყანამაც ვერ გაუწია წინააღმდეგობა." -აღნიშნა შალვა კეკელიამ. ვაკის სამების მღვდელი კეკელია, ლაზარე გრიგორიადისის განთავისუფლების თემასაც შეეხო და ყოფილი პატიმარი გააკრიტიკა. "წარმოიდგინეთ, ადამიანები გვიქციეს გმირებად, რომლებსაც საკუთარი დედა და მამა არ უყვარს. პატარა ბიჭი, რომელიც ციხიდან გამოვიდა, ახალი გამოსული ხარ ციხიდან, საკუთარ დედას და მამას ხელი კრა, გააგდო, თავი დამანებეო. ეს ახალგაზრდა ბიჭი სულ ტელევიზორშია და გმირია, წარმოიდგინეთ“, - განაცხადა შალვა კეკელიამ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)