|
2024-04-27 13:46:22, 454 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილს უკვირს ამერიკელი სენატორების პოზიციები
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ე.წ გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით ამერიკელი სენატორების პოზიციას "საკვირველსა და იმედგამაცრუებელს" უწოდებს. მესტიაში ყოფნის დროს ჟურნალისტებთან მან კვლავ გაიმეორა, რომ მიზანი გამჭვირვალობაა. "საბოლოო ჯამში ჩვენთვის გადამწყვეტია, რომ გვქონდეს გამჭვირვალობა ამ სფეროში და ამ მოწოდებების ფონზე, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის თუ სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებს, რა პროექტებს ასაჯაროებს საქართველოში", - განაცხადა პაპუაშვილმა. 14 ამერიკელი სენატორი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადახედვის პირობას დებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)