|
2016-02-11 17:08:24, 531 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი ბანკი“ საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის პარტნიორი გახდა
„თიბისი ბანკი“ საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის პარტნიორი გახდა. „თიბისი ბანკსა“ და სახელმწიფო ოპერის თეატრს შორის ურთიერთთანამშრომლობა საბალეტო ხელოვნების პოპულარიზაციას, ერთობლივი კულტურული და სოციალური პროექტების განხორციელებას ისახავს მიზნად. ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განცხადება დღეს ოპერის თეატრში საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით კინწურაშვილმა, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ერთობლივი ბრიფინგზე გააკეთეს. „თიბისი ბანკი, ტრადიციულად, არის კულტურის მხარდამჭერი საქართველოში. ჩვენთვის დიდი ბედნიერებაა ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობა, როგორიც არის პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი და მრავალი საოპერო მომღერალი, რომლებმაც ამ თეატრში აიდგეს ფეხი. ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც მათ მხარში დაუდგება და უამრავ ერთობლივ, საინტერესო პროექტს შევთავაზებთ საზოგადოებას“, - განაცხადა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ. 2016 წლის 30 იანვარს საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი რეკონსტრუქციის შემდეგ საზეიმოდ გაიხსნა. შენობას ჩაუტარდა შიდა და გარე სარესტავრაციო სამუშაოები, განახლდა და ამავდროულად პირვანდელი სახე შეუნარჩუნდა ოპერის თეატრის ფასადსა და ინტერიერს; სრულიად შეიცვალა სცენის ზედა და ქვედა მექანიზაცია; გაფართოვდა საორკესტრო ორმო; დამონტაჟდა ულტრათანამედროვე ვიდეო, აუდიო, ინტერკომი და განათების სისტემები. საქართველოს სახელმწიფო ბალეტი, რომელსაც 2004 წლიდან ხელმძღვანელობს პრიმა–ბალერინა ნინო ანანიაშვილი, დღეს საქართველოში მოქმედი ერთადერთი პროფესიული საბალეტო კომპანიაა. საბალეტო დასი გამორჩეულია მრავალფეროვანი რეპერტუარით, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც კლასიკური საბალეტო მემკვიდრეობის თითქმის ყველა სპექტაკლი, ასევე თანამედროვე ქორეოგრაფების ბალეტები. უკვე ათ წელზე მეტია ქართული ბალეტი თანამშრომლობს ჯორჯ ბალანჩინის ფონდთან, თანამედროვეობის ისეთ გამოჩენილ ქორეოგრაფებთან როგორებიც არიან – ირჟი კილიანი, იორმა ელო, იური პოსოხოვი, თრეი მაკინტაერი, ალექსეი რატმანსკი, ალექსეი ფადეეჩევი და სხვა. დასის რეპერტუარში 60–ზე მეტი კლასიკური და ერთმოქმედებიანი ბალეტია. „ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ასეთი დიდი ბიზნესჯგუფი ოპერისა და ბალეტის თეატრის მხარდამჭერი გახდა. მათი ყველანაირი დახმარება ჩვენთვის დიდი ძალაა. ჩვენ ახლა ვიწყებთ თანამშრომლობას და უამრავი საინტერესო გეგმა გვაქვს ერთად განსახორციელებელი", - აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ანანიაშვილმა. „სასიხარულოა, რომ 6 წლიანი პაუზის შემდეგ საბალეტო დასი კვლავ ოპერის თეატრის განახლებულ სცენაზე იცეკვებს. 2016 წლის 12 თებერვალს დასი პირველ საბალეტო პრემიერას, დავით თორაძის და ვახტანგ ჭაბუკიანის ორმოქმედებიან ბალეტს „გორდას" წარუდგენს მაყურებელს, რომლის ახალი ქორეოგრაფიული ვერსიაც ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის. საბალეტო დასის წარმატებები, როგორც ქართულ ისე საერთაშორისო სცენაზე გულგრილს არ ტოვებს ხელოვნების მოყვარულებს. ქართული კულტურის მხარდაჭერა თიბისი ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. თიბისი ბანკი მოხარულია, რომ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის პარტნიორი ხდება, რითაც ხელს შეუწყობს საბალეტო ხელოვნების განვითარებას და კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას“, - აცხადებენ „თიბისი ბანკში“.
(R)
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)