|
2024-04-26 15:43:56, 504 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით გაანაცხადა. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა," ესენი კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები არიან". "ერთი რაც არის ძალიან კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული. ეს არის კოლექტიური ნაცმოძრაობის პარტიები, "ნაცმოძრაობა", "ლელო", გახარიას პარტია და ა.შ. ესენი არიან მდიდარი "ენჯეოები", სხვა სუბიექტები, რომლებიც მათთან არიან დაკავშირებულები, კეზერაშვილის მიერ დაფინანსებული ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებები და ა.შ. ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა და საზოგადოება ხედავს იმას, თუ სინამდვილეში, ვის და რას წარმოადგენს კოლექტიური ნაცმოძრაობა",- განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)