|
2024-04-26 14:16:39, 402 ნახვა
პოლიტიკა
ცესკომ „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ძალადობრივი, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ახალ პარტიას, სახელწოდებით „ქართული იდეა“ საარჩევნო რეგისტრაცია შეუჩერა. ამის შესახებ „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში წერს და ცესკოს წერილს აქყვეყნებს. როგორც წერილშია აღნიშნული, ცესკოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 25 აპრილის წერილით ეცნობა, რომ უწყებაში შესულია ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას. წერილის თანახმად, საჯარო რეესტრმა 23 აპრილს აღნიშნული საჩივარი წარმოებაში მიიღო და „ვიდრე არ დადგინდება პარტიის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობა, მათ შორის ცესკოსადმი რეგისტრაციის მოთხოვნით წარმოდგენილ განცხადებაზე უფლებამოსილი პირის კანონიერება, ცესკო ზემოაღნიშნული ვადით აჩერებს რეგისტრაციის პროცედურების განხილვას“. ზურაბ მახარაძე ცესკოს წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხალხს არჩევნებზე „ნაცების“ და „ქოცების“ გარდა, სხვა არჩევანიც ჰქონდეს". „ეს წერილი დაგვახვედრა ცესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა „ქართული იდეის" გაუქმების პროცესიც დაიწყო. ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს რომლითაც „ოცნება" „ქართულ იდეას აუქმებს, პარტიას რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის „პოსტებს", ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ „ოცნების" პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ. ესაა რეალობა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ხალხს „ნაცების" და „ქოცების" გარდა, კიდევ რამე არჩევანი ჰქონდეს, მაგრამ ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ უნდა თუ არა ასეთი არჩევანი. თუ გინდა უფლება, მისთვის რამე უნდა გააკეთო“, - წერს ზურაბ მახარაძე სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)