|
2024-04-26 11:29:11, 410 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც ქართველი ხალხის მიმართ პირადი ვენდეტა აქვს
არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც პირადი ვენდეტა აქვს ქართველი ხალხის მიმართ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ევროპარლამენტარები საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციის პროცესს "იარაღად" იყენებენ. "ევროპარლამენტარები ცდილობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა რაც დარჩენილი აქვთ, თავს დაესხნან ქართველ ხალხს. სამწუხაროა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის გამოყენებული იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე დეპუტატის მხრიდან. ეს, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს ევროკავშირს, მის პრესტიჟს ქართველი ხალხის თვალში",- აცხადებს პაპუაშვილი. შეგახსენებთ, გუშინ, 25 აპრილს ევროპარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რა წერია რეზოლუციაში, შეგიძლიათ იხილოთ აქ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)