|
2024-04-25 14:00:03, 434 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროკავშირის, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები
არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციას. კალაძის განცხადებით, მსგავს რეზოლუციებს „არანაირი ფასი არ გააჩნია". „არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარი. თუმცა, ისიც ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, ცოტა ხანში FARA-ს დოკუმენტში ყველაფერი ასახული იქნება და საზოგადოებაც გაიგებს ამას. გვახსოვს ჩვენ ის რეზოლუციებიც, რომლითაც მოგვიწოდებდნენ, რომ თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა სანქციების არ მივუერთდებდით, თუ მეორე ფრონტი არ გაიხსნებოდა, ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს, დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და ა.შ. ვიცით ამ ყველაფერს რისთვის აკეთებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მსგავსი რეზოლუციები ევროპული ფასეულობებისგან შორს დგას. „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არის ქართული, დემოკრატიული კანონი, რაც ითხოვს მხოლოდ დეკლარაციის წარდგენას წელიწადში ერთხელ, ისე, როგორც ეს თანამდებობის პირებს მოეთხოვებათ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომელი ორგანიზაცია საიდან ფინანსდება. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, მშვიდობას, ხვალინდელ დღეს. ძლიერი სუვერენიტეტით გვინდა ევროპული მომავალი. ის, რასაც დღეს ვისმენთ ამ რეზოლუციებით, ძალიან დაშორებულია ევროპულ ღირებულებებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)