|
2024-04-24 13:48:09, 403 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სანქციებზე საუბარი "მარაზმია". "სანქციები კი არა, სამშობლოსთვის, საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ხალხი კვდებოდა და ეწირებოდა ამ იდეას, რა სანქციით უნდა შეგვაშინონ. წარმოუდგენელია, კანონშემოქმედებისთვის სანქციები დააწესოს ევროსტრუქტურამ, მარაზმია მათ შორის. ე.ი. ჩვენ რომ აზრი გაგვაჩნია, რომ ეს არის სწორი საქართველოსთვის, გაჭვირვალობისთვის და გამჭვირვალობა თვითმიზანი კი არ არის - იმისთვის, რომ ქართველმა ადამიანმა იცოდეს, რა ფული შემოდის და რაში იხარჯება, ამას ჯერ რუსული დაარქვას ვიღაცამ და მერე სანქციების თქმაც კი მარაზმულია, არათუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. წინასწარ გეუბნებით, სანქციებზე საუბარიც კი, აბსოლუტური მარაზმია... ევროპარლამენტარებმა იკადრეს, რომ სანქციები შეიძლება დაუშვას ევროპამ კანონშემოქმედებისთვის. ვიღაცას მართლა მიაჩნია, რომ კანონი რუსულია და შეშინებულია. 29-ში მოდის ხალხი, ვინც ეროვნულ პოლიტიკას მხარს უჭერს, "მამული, ენა, სარწმუნოება" მისთვის მთავარია. "ქართული ოცნების" წევრები ვიქნებით იმის გარანტი, რომ კაციშვილმა საყვედურიც კი ვერ უთხრას იმ ადამიანებს, ვისაც წამოსვლა არ უნდა. არც ერთი ასეთი ადამიანი არ მოვიდეს",- თქვა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)