|
2024-04-24 12:53:51, 403 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში კომპანიის MMG Agriculture თხილის ბაღი დაათვალიერა და იმ მეთხილე ფერმერებს შეხვდა, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან. „ჩვენ ხშირად ვხვდებით ფერმერებს და მათგან ვისმენთ ინფორმაციას არსებული საჭიროებების შესახებ. საქართველოში თხილის სექტორს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს; ჩვენი მიზანია, ფერმერებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი როგორც ფინანსურ ნაწილში, ასევე საჭირო ცოდნაზე წვდომის კუთხით. ხარისხიანი მოსავლით ფერმერები უფრო მეტად კონკურენტუნარიანები იქნებიან და მეტ შემოსავალს მიიღებენ. უნდა აღინიშნოს, რომ შარშან, კლიმატური პირობების მხრივ, საკმაოდ რთული წელი გვქონდა, ამიტომაც ხარისხის კუთხით გარკვეული გამოწვევები იყო. მთლიანობაში, შარშან, მოსავალი 5 ათასი ტონით მეტი იყო, ვიდრე წინა წელს, წელს კი, გაცილებით უკეთესს ველოდებით. იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო პროგრამები და ფერმერების აქტიურობა, ერთობლივად კარგ შედეგს მოგვცემს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. კომპანიას MMG Agriculture ქართულ-ებრაული ინვესტიციით 300 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს გაშენებული თხილის ბაღი. 50ჰა-ზე თხილის ბაღის გაშენება 50,000 ლარით დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“. როგორც კომპანიის მფლობელი პაატა სირაძე აცხადებს, ამავე მიზნობრიობით ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რომლის ოდენობაც 1,5 მლნ ლარს აღემატება. აღსანიშნავია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 3,291 ჰექტარზე ახალი მრავალწლოვანი ბაღის გაშენება თანადაფინანსებულია 43 მლნ ლარით, მათ შორის, თხილის ახალი ბაღების გაშენება თანადაფინანსებულია 505 ჰა-ზე 1,2 მლნ ლარით. მებაღეობის განვითარების მიზნობრიობით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გაცემულია 123 მლნ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი, მათ შორის თხილის გაშენების მიზნობრიობით გაცემულია 9,1 მლნ ლარი. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
საერთაშორისო განათლების ახალი შესაძლებლობები - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ახალი პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დნეპრისა და ოდესის საცხოვრებელ შენობებს იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)