|
2024-04-23 20:46:26, 567 ნახვა
პოლიტიკა
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსი სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე საქართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა. კუბილიუსის თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე დაბრკოლებაა. "აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს მიიღოს რუსული ტიპის კანონი იმისთვის, რომ მიზანმიმართულად დააბრუნოს საქართველო რუსეთისკენ და ეს არის მცდელობა, საქართველოს მთავრობის კრემლს აჩვენოს, რომ მათი საკითხი იქნება დღის წესრიგში საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ დიფერენციაცია პარტიების, ჩვენ უნდა ვთხოვოთ საბჭოს, რომ შეიმუშაონ კრიტერიუმები რითი უნდა მოხდეს მიღება ევროკავშირში და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე არის არა საქართველოს ხალხი, არამედ საქართველოს მთავრობა, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს ", - განაცხადა კუბილიუსმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)