|
2024-04-23 13:19:13, 437 ნახვა
პოლიტიკა
აუსტრევიჩუსი - კანონი ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს ეწინააღმდეგება
კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ევროდეპუტატმა პარტია "ახალის" ერთი-ერთი ლიდერთან, ნიკა გვარამიასთან და ევროპარლამენტარებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ევროკავშირი არასამათავრობო ორგანიზაციების კონტროლს არ ცდილობს. "ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ევროკავშირში მსგავსი კანონი გვაქვს მიღებული, მაგრამ ეს არის ტყუილი. ჩვენ ევროკავშირში არ ვცდილობთ, ვაკონტროლოთ არასამათავრობო ორგანიზაციები ისე, როგორც ამას ცდილობს "ქართული ოცნება". ეს ნამდვილად არ არის ევროპული პრაქტიკა. ჩვენ ეს არ გვითხოვია "ქართული ოცნებისთვის". ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს",- განაცხადა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)