|
2024-04-23 12:22:47, 323 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ეროვნული სატყეო პროგრამის მიმდინარეობის საკითხებზე გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე დაესწრო. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოში ალტერნატიული საწვავის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაცია, საკანონმდებლო ცვლილებების საკითხები და მყარი ალტერნატიული საწვავის მიწოდების განვითარების შესაძლებლობები. „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან მჭიდრო პარტნიორობით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და „კლიმატის მწვანე ფონდის“ (GCF) მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს ECO.Georgia, რომლის უმთავრესი მიზანი ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვაა. ამასთანავე, პროექტი მიზნად ისახავს ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებასაც, რომელმაც წვლილი უნდა შეიტანოს ტყის მერქნული რესურსის ეფექტიანი გამოყენებისა და საქართველოში შეშის გონივრული მოხმარების სისტემის ჩამოყალიბებაში. აღნიშნულმა მიდგომამ ტყეზე ზეწოლა და დეგრადაცია უნდა შეამციროს. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ შეიმუშავა დამზადებული ხე-ტყის დახარისხების მოქნილი მექანიზმი და მოამზადა კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც შეხვედრაზე განვიხილეთ. ახალი მექანიზმი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ხე-ტყის მდგრად გამოყენებას და ამასთანავე ალტერნატიული საწვავის რესურსების წარმოების განვითარებას“, - განაცხადა კახა კაკაბაძემ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა დაინტერესებული მხარეები. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)