|
2024-04-22 15:49:14, 468 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი აქციაზე აუცილებლად იქნება - ეს მისი სურვილია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერისა და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებს უთხრა, აქციაზე დასწრება თავად ივანიშვილის სურვილია. "ბატონი ბიძინა აქციაზე აუცილებლად იქნება - ეს მისი სურვილია და ის დაესწრება აქციას. ათასობით ადამიანი პირად მიმოწერაში გვწერს მართლა - ხალხო, ჩაატარეთ აქცია, რომ ვაჩვენოთ, რამდენი ვართ ჩვენ, რა შეგვიძლია. ამას გვეხვეწებიან ამ დღეების განმავლობაში. ეს კონტრაქცია კი არ არის, ეს არის აქცია, რომელიც ორგანიზდება ჩვენ მიერ და ვისაც სურვილი აქვს, მოვა და დააფიქსირებს, რომ გამჭვირვალობას რუსული კი არ ჰქვია, გამჭვირვალობა ჰქვია",- ამბობს მდინარაძე. ცნობისთვის, დღეს, 22 აპრილს "ქართულმა ოცნება" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)