|
2024-04-22 13:44:25, 295 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს სხვადასხვა სფეროში, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებს. „შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ფაიგ გულიევმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მედიაციაში გაწეული ძალისხმევისთვის. თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნულია პრესსამსახურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)