23:28 - 26 May, 2026
|
2024-04-22 13:07:25, 423 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - 29 აპრილს ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ხალხით
პარტია "ახალის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია "ქართული ოცნების“ მიერ 29 აპრილისთვის დაანონსებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი თქმით, „29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით, ხალხით, რომელსაც სახის დამალვა და საქართველოს მომავლის წინაშე თავის დახრა მოუწევს“. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „წარსულისა და მომავლის ჭიდილში, წარსულს არასოდეს გაუმარჯვია, შვილებთან დაპირისპირება არავის მოუგია“. ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება, დღეს, 22 აპრილს გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)