|
2024-04-21 19:07:22, 364 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი - აქტორებს არ სურთ მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ კითხვაზე, რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო დააშოროს ევროპას, პასუხი ვერავის ექნება
რომ გითხრათ, რომ დიდი იმედი გვაქვს იმის, რომ ვინმე არგუმენტირებულად ამ კუთხით რაიმე ფორმით კითხვებს დასვამს, ეს ასე არ არის. პირველმა მოსმენამ აბსოლუტურად საპირისპირო სურათი დაგვანახა, რომ იყო ყვირილი, ძალადობა, ჩხუბი - ყველაფერი, არგუმენტირებული კითხვების გარდა,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, "როგორც შიდა, ისე გარე აქტორებს არ სურთ, კანონპროექტის განხილვა, ვინაიდან მათ არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება გამჭვირვალობამ საქართველო რაიმე ფორმით ევროპას დააშოროს". "არც გარე აქტორებს და არც შიდა აქტორებს არ სურთ არსებით მსჯელობაში შემოსვლა, რამეთუ იმდენად მარტივი, ადვილად გასაგები არის ეს კანონპროექტი, რომ კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობის მოთხოვნამ საქართველო რაიმე ფორმით დააშოროს ევროპას, რაიმე ფორმით ააცდინოს ამ გზას, ამაზე, რა თქმა უნდა, ცხადია, ვერავის სათანადო პასუხი ვერ ექნება",- ამბობს მათიკაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)