03:08 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-21 13:26:40, 476 ნახვა

პოლიტიკა
კუბილიუსი - ვინ არ არის მზად [EU-ში გასაწევრიანებლად]: ქართველი ხალხი თუ „ქართული ოცნება“? - პასუხი ნათელია

კონკრეტულად ვინ არ არის მზად [EU-ში გასაწევრიანებლად]: ქართველი ხალხი თუ "ქართული ოცნება"? - პასუხი ნათელია,- ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

კუბილიუსი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს.

"დეკემბერში ღარიბაშვილმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. ოთხი თვის შემდეგ ამბობს, რომ საქართველო მზად არ არის. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ "ქართული ოცნება"? - პასუხი ნათელია. საქართველო იღებს რუსული სტილის კანონებს, პროევროპელი ხალხი კი ქუჩებში აპროტესტებს",- წერს კუბილიუსი.

შეგახსენებთ, გუშინ, 20 აპრილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics