|
2024-04-19 16:00:53, 361 ნახვა
პოლიტიკა
ალექსანდრე დალაქიშვილი - ოპოზიციამ უნდა დატოვოს ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და ჯანსაღ გუნდს მიეცეს საქმის კეთების საშუალება
ვფიქრობთ, მათ [ოპოზიციამ] პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება, - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, ალექსანდრე დალაქიშვილმა განაცხადა. ალექსანდრე დალაქიშვილი რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენების შესახებ საუბრობს, სადაც „ქართული ოცნება“ საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. „დღეს ქვეყანაში ვხედავთ, თუ როგორ ებრძვის ოპოზიცია გამჭვირვალობის პრინციპს. ამ ფონზე, მათ გაააქტიურეს დესტრუქციული მოქმედებები ადგილებზე, სადაც მათ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიერ მანდატი აქვთ მინიჭებული. ამის ნათელი მაგალითი არის რუსთავი, სადაც ბოლო წლების განმავლობაში იმის მაგივრად რომ ხალხის პრობლემებზე ეზრუნათ, დაკავებულები არიან დესტრუქციული და ვიწრო პოლიტიკური საკითხების და ერთმანეთთან ბრძოლით და თანამდებობების გადანაწილებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ ეს პასუხისმგებლობა უნდა მოიხსნან, მათ უნდა დატოვონ ის თანამდებობები, რაც უკავიათ რუსთავის საკრებულოში და მიეცეს ჯანსაღ გუნდს საქმის კეთების და ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის მეტი საშუალება“,- განაცხადა ალექსანდრე დალაქიშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)