|
2024-04-19 14:18:31, 337 ნახვა
საზოგადოება
კალაძე ოპოზიციაზე - იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ
იმის მაგივრად, რომ მოუწოდონ, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე განმარტებით, ევროპული ღირებულებებისგან შორსაა, განსხვავებული აზრის გამო, ჩაგვრისა და შეურაცხყოფის მოწოდებები. „ჩვეულებრივი ფაშისტები არიან. არ შეცვლილან, ისინი ხელისუფლებაშიც იმავეს აკეთებდნენ, აუბედურებდნენ ოჯახებს. დღეს ამის რესურსი აღარ გააჩნიათ და რისი შესაძლებლობაც აქვთ, ყველაფერს აკეთებენ - ეს იქნება ფსიქოლოგიური ძალადობა, ბულინგი. ნახეთ, რა მესიჯებს სწერენ მსახიობებს, ფეხბურთელებს. იმის მაგივრად, რომ მოუწოდონ, არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ. შეიძლება ერთმანეთისგან განსხვავებული აზრი გვქონდეს, ამის გამო ცხვირ-პირი უნდა დავუმსხვრიოთ ერთმანეთს? ეს არ არის ევროპული ღირებულებები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)