|
2024-04-18 11:23:00, 462 ნახვა
პოლიტიკა
ბეჟაშვილი - არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში
არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში, როდესაც იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ებრძვიან რუსულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა. როგორც ბეჟაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, "არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც მიხეილ სააკაშვილს რუსი ოლიგარქის ციხეში". "ნავალნის სიკვდილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის გამოფხიზლების ნიშანი იყო. მისი გარდაცვალება ხაზს უსვამს ავტორიტარულ რეჟიმებთან და დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაზე მათ თავდასხმებზე დაპირისპირების გადაუდებელ აუცილებლობას. სამწუხაროდ, ნავალნიზე წარსულში ვსაუბრობთ. რას ვაკეთებთ ახლა, რომ იგივე არ დაემართოს ყარამურზას, სააკაშვილს და სხვა პოლიტპატიმრებს? ჩვენს საზღვრებში დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი დემოკრატიის საგანგაშო უკან დახევაზე საქართველოში. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, იმედისა და დასავლური რეფორმების სიმბოლო, ციხეშია, რადგან გაბედა ოლიგარქ ივანიშვილის რეჟიმისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მისი პოლიტიკური პატიმრობა ხაზს უსვამს იმას, რომ ავტორიტარული რეჟიმები არ შეწყვეტენ ოპონენტების გაჩუმებას და ხელისუფლებაში დარჩენის მცდელობებს. არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც ბატონ ყარამურზა პუტინის ციხეში; არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს თბილისის ქუჩებში, როდესაც იცავენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ებრძვიან რუსულ კანონს უცხოური აგენტების შესახებ; არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც მიხეილ სააკაშვილს რუსი ოლიგარქის ციხეში; და არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც უკრაინელებს, როდესაც გმირულად იცავენ დემოკრატიას და სწირავენ სიცოცხლეს ბრძოლის ველზე",- განაცხადა ბეჟაშვილმა.
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)