|
2024-04-18 00:19:02, 469 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე: ყველა იბრძვის იმისათვის, რომ უცხოური გავლენები შეამციროს თავიანთ ქვეყნებში
„ყველა ჩვენი ქმედება, ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი თვითმყოფადობა, სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, დღეს, მსოფლიო იბრძვის უცხოური გავლენების შესამცირებლად თავიანთ ქვეყნებში. „ნახეთ, ყველა განვითარებული ქვეყანა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები - ყველა იბრძვის იმისთვის, რომ უცხოური გავლენები შეამცირონ თავიანთ ქვეყნებში. ნახეთ საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილება, როდესაც კანონპროექტზე მიდიოდა მუშაობა, რა დაედო საფუძვლად მას - სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობის გამყარება. ჩვენც გვაქვს პრობლემები ამ მიმართულებით და აღნიშნული კანონპროექტი შემოგვაქვს უცხოური გავლენების შესამცირებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის განცხადებით, ყველა მიესალმება სხვადასხვა სასარგებლო პროექტის დაფინანსებას, თუმცა არსებობს საპირისპირო ფაქტებიც, როდესაც უცხოეთიდან რევოლუციური სცენარები ფინანსდებოდა. „მივესალმებით იმას, რომ კარგ საქმეებზე დაიხარჯოს თანხები. გიჟი უნდა იყო, შეეწინააღმდეგო, რომ მაგალითად, რაღაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფინანსდება და კეთდება. ამაზე კარგი რა არის. პირიქით, მივესალმებით ამას და ვინც ამ საქმეს გააკეთებს, მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. მაგრამ, არის მეორე გარემოებაც: გავიხსენოთ, წლების წინ რა ხდებოდა, რა დამოკიდებულება იყო და რას აპირებდნენ თუნდაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკური გზავნილებით. ასევე გვახსოვს ფაქტები, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა რევოლუციური სცენარები. ეს არის მტრობა. ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა იყოს ღია და გამჭვირვალე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით, თუ ვინ საიდან ფინანსდება და რომელ კონკრეტულ პროექტებზე“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)