|
2024-04-17 12:21:36, 311 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - თბილისის მერიის „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამით 196 ბენეფიციარი, „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში კი 125 966 მომართვა დაფინანსდა
„სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის ფარგლებში, 2023 წლიდან დღემდე, 196 ბენეფიციარი დაფინანსდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 140 200 ლარი გაიცა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერმა ყურადღება „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის შესახებაც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია შესაბამისი სამედიცინო საჭიროების მქონე მოქალაქეების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური მიმართულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრი საინტერესო პროგრამა ხორციელდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ. ეს ყველაფერი მომავალშიც გაგრძელდება. ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე განვაცხადე, რომ ვიწყებდით „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის დაფინანსებას. ეს პროგრამა დღემდე წარმატებით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც უკვე 196 ბენეფიციარი დაფინანსდა. მიმდინარე წლის ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის, დაახლოებით, 1 500 000 ლარია გამოყოფილი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობის წარდგენის საფუძველზე, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს. „მერიის „500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, დაფინანსებულია 125 966 მომართვა. აღნიშნული პროგრამა 2022 წლიდან ხორციელდება და საპენსიო ასაკის სოციალურად დაუცველი პირებისთვისაა განკუთვნილი. მედიკამენტები გაიცემა ექიმის დანიშნულებისამებრ. მოქალაქე ჯანმრთელობის ცნობა #100-ით, მისთვის გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს. წლის განმავლობაში, ერთ ბენეფიციარს პროგრამის ფარგლებში, 500 ლარის მედიკამენტის მიღება შეუძლია. პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტი 9 864 000 ლარია. პირველ რიგში, ჯანმრთელობა მინდა ვუსურვო ყველას. დედაქალაქის მერია მზადაა, გვერდში დაგიდგეთ და მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)