|
2024-04-16 16:39:51, 394 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციის და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა
ყველაფერი რაც ევროპულია, ჩვენ გვიკავშირდება - ევროკავშირში ასოცირებაც, კანდიდატის სტატუსიც, ადამიანის უფლებების დაცვაც და ყველაფერი. დაბადებულიყვნენ ეს ახალგაზრდები თქვენი მმართველობის დროს და მათი მშობლები და თანატოლები რომ ტერორის და ჩაცხრილვის მსხვერპლი იქნებოდნენ, ევროპაზე ვეღარ იოცნებებდნენ,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. წილოსანის შეფასებით, „დღეს არჩევანი სცდება გამჭვირვალობის კანონის მასშტაბს, ვინაიდან ახლა არჩევანია ლაჩარ, სახედაკარგულ ალეკო ელისაშვილსა და მის მიმდევრებს და „ქართული ოცნების" ლიდერებს შორის". „ახლა არჩევანია, ვის ანდობთ, თქვენს ნაცვლად მიიღოს გადაწყვეტილება იმ მოცემულობაში, როცა ოპოზიცია პოლიტიკურ ტერორისტად არის ქცეული, როცა არასამთავრობოებად გასაღებული ადამიანები პოლიტიკაში გვევლინებიან, „ნაცი“ თარჯიმანიც კი ისეთი გაყეყეჩებული და ამპარტავნებით სავსეა, რომ გერმანიის კანცლერის სიტყვებს თავისი ინტერპრეტაციით თარგმნის“,- განაცხადა წილოსანმა. მისი თქმით, „ოპოზიციამ ამ დღეებში ფაქტებით მანიპულირების, სიცრუის საოცარი მასშტაბით გავრცელების, „ფეისბუქზე" სიმართლის დაბლოკვის და გაუმჭვირვალობის, ძალადობის გამოვლინების და მისი წახალისების „საუკეთესო მაგალითები“ აჩვენა". „ალეკო ბერბიჭაშვილი მთელი ოპოზიციის და მისი ფანატიკოსი აქტივისტების სახე გახდა. გუშინდელი ექსტრემიზმის შემდეგ, ვისაც ლაშა ბუღაძე მწერალი გეგონათ, სადისტური ნეტარებით ძალადობის გამმართლებელი აღმოჩნდა. ეკა კვესიტაძე და მისი მიმდევარი ყველაზე „ფეიკი“ ჟურნალისტები ფაშისტური ოვაციებით გამოდიოდნენ ამ ექსტრემიზმის მოსაწონებლად. მელია-გვარამიას კომენტირებაც არ სჭირდებათ, ძალადობრივი შინაარსის ადამიანების კლასიკაა. ეს ადამიანები ისევე დაგვლეწავენ, დაგვასახიჩრებენ, მოგვკლავენ და დაგვატერორებენ, როგორც ამას სულ ახლახან, ახლო წარსულში აკეთებდნენ“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ. ნინო წილოსანის შეფასებით, „ამ კანონპროექტის განხილვამ ფაქტობრივად ბურუსი გაფანტა და ყველა სახე კარგად გამოიკვეთა გაბლარულ პოლიტიკურ ველზე". „უცბად დალაგდა ყველაფერი, „გამჭვირვალობის შესახებ' კანონის განხილვა არამხოლოდ პოლიტიკოსებად ქცეული არასამთავრობოების გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, ის აშიშვლებს ჩვენი ოპონენტების პოლიტიკურ ფარსს, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ვითომ პრორუსულობას აპროტესტებს და საქართველოს ტერიტორიების, ყველა სტრატეგიული ობიექტის რუსეთისთვის მიმყიდველი ადამიანები გმობენ თურმე რუსეთს და ახლა გამოდიან პროევროპელებად; სადაც ტელევიზიას - „ფორმულას“, „მთავარს“ და „ტვ-პირველს“ ტელევიზია ჰქვია და პარტიულ რუპორად კი არიან ქცეული; სადაც „რადიო თავისუფლებაში“ სიტყვა „თავისუფლების“ ყველაზე მახინჯ გამოხატულებას პოულობს; სადაც ხატია დეკანოიძე ტერმინზე - „უცხოური ძალის გავლენა“ ამბობს, რომ სტიგმატიზებას იწვევსო; ნინო ლომჯარია ომბუდსმენი იყო, 11 წლის ბავშვი გამოყავს პოლიტიკურ მიტინგზე და ამით აპელირებს, თავის პოლიტიკურ ვნებებს იცხრობს და ბავშვის უფლებების დამცველები კი სიტყვას არ ამბობენ; სადაც ნატო ჩხეიძე, წინა მოწვევაში აქ რომ ვისხედით, რუსეთს ეახლებოდა და ახლა თქვენთან ერთად პრორუსულობას გვაბრალებს. ვის მოატყუებთ ამით, მეგობრებო? ახალგაზრდებს?“- განაცხადა ნინო წილოსანმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)