07:33 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-16 13:00:38, 419 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია იმართება

თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან შეკრებილი მოქალაქეები კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, პარლამენტში კი, უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 16 აპრილს კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია 19:00 საათზეც არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა გუშინაც.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics