05:03 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 19:39:02, 428 ნახვა

პოლიტიკა
„არა რუსულ კანონს!“ - პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს - LIVE

"არა რუსულ კანონს" - ამ ლოზუნგით პარლამენტთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვენ.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ამ დროისთვის შეზღუდულია.

შეგახსენებთ, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დაიწყო. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

3 აპრილს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი ბიუროზე დაარეგისტრირეს.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics