05:03 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-15 16:30:26, 283 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ხაბეიშვილს - რაღას ნერვიულობთ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, 5-6 თვეში აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ

ჩემი აზრით, ბატონო ლევან, თქვენ ახლა აღიარეთ ის, რომ არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას განუცხადა.

მდინარაძის თქმით, გაუგებარია, რატომ ნერვიულობს ოპოზიცია, თუ მათივე მტკიცებით, რამდენიმე თვეში ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" აღარ იქნება და კანონის შეცვლასაც შეძლებენ.

"ჩემი აზრით, ბატონო ლევან, თქვენ ახლა აღიარეთ ის, რომ არჩევნებში რომ დაიხარჯება შავი ფული პოლიტიკური მიზნებისათვის, ამის გამომჟღავნება არ გინდათ ყველაზე მეტად. ამიტომ მოგვიწოდებთ, რომ არჩევნების მერე გადადეთო [კანონპროექტის განხილვა].

იმავე ლოგიკით მეც მოგიწოდებთ, რაღას ნერვიულობთ მაშინ, ამ ხალხს რაღას ატყუებთ, ხუთ თვეში და ექვს თვეში, თქვენ რომ გკითხოთ კაცმა, აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში და შეცვალეთ ეს კანონი მაშინ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics