|
2024-04-15 12:46:07, 392 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ოპოზიციას - შავი ფული თუ ვამხილე, ამის არასდროს შემრცხვება - ამ ქვეყანაში ძალიან ამაყად ვიცხოვრებ
ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას ოპოზიციის წარმომადგენლის რეპლიკას - " შენც ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრო". როგორც მდინარაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თქვა, "შავი ფულის მხილების გამო" არასდროს შერცხვება. "ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას და მართალი ვიქნები ყველას წინაშე. შავი ფული თუ ვამხილე, ამის არასდროს შემრცხვება. თქვენ იცავთ ახლა შავ ფულს",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, დღეს, 15 აპრილს საქართველოს პარლამეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონმდებლები ამ წუთებში განიხლავენ. საკომიტეტო განხილვის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)