|
2024-04-13 15:42:54, 389 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა ამ შეწყალებით პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი ესროლა
ამ შეწყალებით სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას, - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ე.წ. მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ირაკლი ღარიბაშვილმა სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ანტისახელმწიფოებრივი უწოდა. "რა უნდა ვუწოდოთ ასეთ გადაწყვეტილებას და როგორ შეძლება ამ გადაწყვეტილებას არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი? ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია, ყველამ კარგად დაინახა, მთელმა ქვეყანამ და მსოფლიომ ნახა ეს კადრები, როგორ ესროლა მოლოტოვის კოქტეილი ამ პიროვნებამ და როგორ გადარჩა .. ფაქტებით, მტკიცებულებებით, აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე მოლოტოვიო და ეს ექსტრემისტი პირი შეიწყალა პრეზიდენტმა. ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება...ამ ქალმა დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენ ქვეყანას, ამომრჩეველს, ბოლომდე უღალატა ... მან უღალატა ჩვენს პოლიციას, მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას, ეს ქალი როგორ უნდა იყოს რამდენიმე თვე, ე.წ პრეზიდენტობის.. როგორ უნდა უნდა შეძლოს ამ საქმიანობის გაგრძელება წარმოუდგენელია ჩემთვის... ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში ეს არის დანაშაული, ჩადენილი პოლიციის მიმართ, ის არის თანამონაწილე. სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციას, ეს არის ჩემი შეფასება, ამიტომ სალომე ზურაბიშვილს პასუხს გასცემს ჩვენი ხალხი, რამდენიმე თვეში ის აღარ იქნება ჩვენი პრეზიდენტი და ჩაეწერა, როგორც მოლოტოვის კოქტეილის შემწყალებელის მსროლელი და თანამონაწილე ამ დიდი დანაშაულისა. სამარცხვინოა", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, დღეს, 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)