|
2024-04-13 15:34:32, 391 ნახვა
საზოგადოება
ფრანჩესკო ლოლობრიჯიდა - საქართველომ აირჩია სწორი გზა, როდესაც ღვინის წარმოების კუთხით აქცენტი გააკეთა ხარისხზე და არა რაოდენობაზე
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია იტალიის რესპუბლიკაში, ქალაქ ბრეშაში, ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) მიერ გამართულ მინისტერიალში მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. იტალიის სოფლის მეურნეობის, სურსათის და სატყეო საქმეთა მინისტრმა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მინისტერიალში მონაწილეობისათვის და საქართველოს ხელისუფლებასთან არსებულ თანამშრომლობას მნიშვნელოვანი უწოდა. „საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავაღრმაოთ თანამშრომლობა კონკრეტული ბაზრების ათვისებისა და ხარისხიანი წარმოების მიმართულებით. საქართველომ აირჩია სწორი გზა, როდესაც ღვინის წარმოების კუთხით აქცენტი გააკეთა ხარისხზე და არა რაოდენობაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, აქტიურად ვითანამშრომლოთ საქართველოსთან, როგორც ღვინის წარმოების, ისე სხვა სექტორებში“, - განაცხადა ფრანჩესკო ლოლობრიჯიდამ მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას. აღსანიშნავია, რომ წელს ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაცია დაარსების 100 წლის იუბილეს სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. მათ შორის, აღსანიშნავია, ქალაქ ბრეშაში გამართული მინისტერიალი, რომელსაც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური კონსული ნატალია კორძაია ესწრებოდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)