|
2024-04-12 22:39:56, 320 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რატი ბრეგაძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო და კეთილმეზობლურ პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა მიმდინარე წლის 25 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ვიზიტით ერევანში და მანამდე მიმდინარე წლის 26 იანვარს საქართველოსა და სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციით. „რეგიონში პროფესიული და სამართლებრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მხარეებმა და განიხილეს სამართლის უზენაესობის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისა და რეფორმების შედეგები. რატი ბრეგაძემ ნიკოლ ფაშინიანთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირთან დიალოგის ფართო გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა სფეროში და კომპეტენციის ფარგლებში მზადაა, ეს გამოცდილება სომხეთსაც გაუზიაროს. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი გიორგი შარვაშიძე“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)