|
2024-04-12 14:01:12, 407 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - დოიაშვილი ბედნიერია იმით, რაც თქვა? - დარწმუნებული ვარ, ამას წინ უდიდესი ბულინგი უძღოდა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხელოვანების გარკვეული ნაწილი, რომელიც ღიად ეწინააღმდეგება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, „რადიკალების მიერ ბულინგს განიცდის". როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, „აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავიანთ პოზიციას ვერანაირი არგუმენტით ვერ ამყარებენ". „თქვენ არ იცით, როგორი ბულინგი მიმდინარეობს ამ ადამიანების. როგორ ფიქრობთ, დოიაშვილი ბედნიერია იმით, რაც თქვა? დარწმუნებული ვარ, ამას წინ უძღოდა უდიდესი ბულინგი. რადიკალებმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოიტანეს ერთი არგუმენტიც, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული. მოსახლეობის უმრავლესობა კარგად ხვდება, რასთან გვაქვს საქმე, რა ზეწოლაა, რა შემოტევებია“,- განაცხადა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, „რადიკალები ვერ მიუთითებენ ხელისუფლებას, როდის რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ". „ჩვენ დავიცავთ ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს, ინტერესებს. არავის მიეცემა იმის უფლება, რომ მითითებები მოგვცენ, თუ რა გადაწყვეტილები უნდა მივიღოთ. არ მოგწონთ ეს კანონი? მოდით ხელისუფლებაში. დღეს ხართ უმცირესობაში და ასე იქნება დიდი ხანი, რადგან არ მოქმედებთ საქართველოს ინტერესებით. საზოგადოება თუ გაანალიზებს იმ ქმედებებს, განცხადებებს მეორე ფრონტთან, სანქციებთან დაკავშირებით, ეს რომ ასე მომხდარიყო, ერთი ტყვიაც რომ გავარდნილიყო ქვეყანაში, სად ვიქნებოდით დღეს? შეიძლება სახელმწიფოებრიობა დაგვეკარგა. სწორედ ამის სურვილი ჰქონდათ რადიკალებს, რისი შესაძლებლობაც არ მივეცით, შედეგად მივიღეთ უამრავი შეურაცხყოფა ჩვენი და ჩვენი ოჯახების მისამართით, მაგრამ უპირველეს ყოვლის ადგილზე დგას სამშობლო და ქართველი ხალხი“,- აღნიშნა კალაძემ.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)