05:37 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-11 16:19:25, 350 ნახვა

საზოგადოება
ერევანი მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმს მასპინძლობს

მეხუთე სამართლებრივი ფორუმი საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრებმა გახსნეს. სამართლის უზენაესობის განმტკიცების მიზნით გატარებული რეფორმებისა და მიღწევების თაობაზე ისაუბრეს იუსტიციის მინისტრებმა ფორუმის პირველ სესიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ აღნიშნა მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობა, ამასთან, ისაუბრა, ადვოკატთა და სამართლის პროფესიონალთა როლზე სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში. დამატებით, ხაზი გაესვა იუსტიციის სამინისტროს სისტემის ფარგლებში გატარებულ რეფორმებს, მათ შორის, პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში დანერგილ ინოვაციურ სიახლეებს, სახელმწიფო სერვისების მიწოდების დახვეწილ მიდგომებს, სამართლის დარგის განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიის ჩართულობას სამართალშემოქმედების პროცესში.

სამართლებრივი ფორუმი საუკეთესო პლატფორმაა ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების, საგამოძიებო ორგანოების, საადვოკატო სფეროს, საარბიტრაჟო ინსტიტუტების და სხვა იურიდიული პროფესიების წარმომადგენელთათვის თანამშრომლობის გაღრმავების, გამოცდილების გაზიარებისა და კონკრეტული ინიციატივების განხილვისათვის.

ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრის მოადგილეებსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, მედიატორთა ასოციაციის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი პირები.
სამართლებრივი ფორუმი ორ დღეს გაგრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics