|
2024-04-11 15:10:45, 460 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - მოსალოდნელია, რომ შეერთებულმა შტატებმა დაასანქციროს დეპუტატები, რომლებიც „რუსულ კანონს“ ხმას მისცემენ
მოსალოდნელია, რომ აშშ-მა მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი და დაასანქციროს დეპუტატები, რომლებიც ხმას მისცემენ "რუსულ კანონს" და ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში, ევროინტეგრაციის გზაზე ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. "მაშინ, როდესაც ერთხელ ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩავარდნილი "რუსული კანონის" რეინიცირება არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ივანიშვილის პარტიის წევრების მხრიდან, მოსალოდნელია, რომ აშშ-მა მორიგ ჯერზე გამოიყენოს სანქციების ბერკეტი. ახლა უკვე არა მოსამართლეების ან პროკურორის წინააღმდეგ, არამედ კონკრეტული დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც ხმას მისცემენ "რუსულ კანონს" და ამით ზიანს მიაყენებენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. იმიტომ, რომ აშშ-ის და ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში არის ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)