|
2024-04-11 12:50:42, 386 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ეს კანონი არ არის კარგი
მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის ევროპული კანონი და ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც ეს აშშ-ის ელჩისგან გუშინ ხმამაღლა და ცხადად მოისმინეთ,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკაშირებით განაცხადა. როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სხვა გზებიც არსებობს. "ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის პრესსპიკერმა ძალიან მკაფიო განცხადება გაავრცელა. განცხადება გამოქვეყნდა ამ ინიციატივის ხელახლა წარდგენიდან სულ რაღაც 24 საათში. ჩვენ სეიოზულად ვართ შეშფოთებულები. გამჭვირვალობის შესახებ ლეგიტიმური შეშფოთებები არ უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სივრცის შეზღუდვისა და მათი სტიგმატიზაციის გამართლება. სიტყვის თავსუფლება, მედიის თავისუფლება აბსოლუტურად არსებითი მნიშვნელობისაა ყველა დემოკრატიისთვის. ეს მოიცავს საქართველოსაც, განსაკუთრებით, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას. მარტივად, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის ევროპული კანონი და ეს არ არის ამერიკული კანონი, როგორც ეს აშშ-ის ელჩისგან გუშინ ხმამაღლა და ცხადად მოისმინეთ. მესმის, რომ არსებობს შეშფოთებები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ასევე მესმის, რომ არსებობს გამჭვირვალობის უზრუნველყოფის სხვა გზებიც. ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს იმ ძალიან კარგი, ძალიან მნიშვნელოვანი და არსებით სამუშაოს შესაძლებლობის შეზღუდვის ხარჯზე, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს მოსახლეობის სასარგებლოდ ასრულებენ",- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე დაარეგისტრირდა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)