|
2024-04-11 11:31:17, 425 ნახვა
პოლიტიკა
ჭიაბერაშვილი - ჩვენი დასავლელი პარტნიორები „ოცნებას“ ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივის წართმევას არ აპატიებენ
ჩვენი დასავლელი პარტნიორები "ოცნებას“ ქართველი ხალხისთვის ევროპული პერსპექტივის წართმევას არ აპატიებენ,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა. ჭიაბერაშვილი საქართველოს პარლამენტში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის რეინიცირებას გამოეხმაურა და აღნიშნა: "ვინც ამ ქვეყნის მოქალაქეებს უზღუდავს საშუალებას, რომ არ ეშინოდეს ხვალინდელი დღის, მაღაზიაში შესვლის, ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, კარგი ჯანდაცვა, კარგი განათლება, რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ აპატიებენ ქართველი ხალხისთვის ამ პერსპექტივის წართმევას". შეგახსენებთ, 3 აპრილს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენდა. 8 აპრილს, კანონპროექტი პარლამენტის ბიუროზე დაარეგისტრირდა.
შსს - ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში გამოცხადდა და იკითხება
Freedom House - სანაიას დაპატიმრება Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო გამოხატვის თავისუფლების აშკარა დარღვევაა
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)