06:57 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-10 12:28:35, 351 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები ეწყობა

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის დარჩენილი ნაწილის გამაგრების სამუშაოები დაიწყო.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ტერიტორიაზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეები ეწყობა, რომელიც ზაფხულის ბოლომდე დასრულდება.

„გასულ წელს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე კლდოვანი ფერდის ნაწილის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ - ჩამოწმენდა, გამაგრება, მოწესრიგება და შეფუთვა შესაბამისი მასალით. მაშინვე ვთქვით, რომ აღნიშნული სამუშაოები ფერდის დანარჩენ ნაწილშიც განხორციელდებოდა. რამდენიმე დღეა ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადეების მოწყობა დავიწყეთ. პროექტს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს და ზაფხულის ბოლომდე დასრულდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ტერიტორიაზე ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics