|
2024-04-09 20:36:29, 315 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - ის, რაც ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებისთვის არის კანონმდებლობა და სწორი ჰქვია, ჩვენ შემთხვევაში ვერ იქნება „რუსული კანონი“
გულდასაწყვეტია, თუ ჩვენი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ მათი ქვეყნების შემთხვევაში, პირობითად საფრანგეთის, ამერიკის, კანადის და ა.შ. ქვეყნების მოქალაქეებისთვის არის უფლება, იცოდნენ საიდან ფინანსდებიან ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რა თანხები შედის უცხოური დაფინანსებებით და საქართველოს მოქალაქეები მოკლებული იყვნენ ამ შესაძლებლობას, ეს არის უსამართლობა და დისკრიმინაცია, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე“. მისი თქმით, ის, რაც ევროპის, დასავლეთის და ცივილიზებული სამყაროს ქვეყნებისთვის არის კანონმდებლობა და სწორი რეგულაციები ჰქვია, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ვერ იქნება „რუსული კანონი“. ნინო წილოსანმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ევროკომისიამ დირექტივის სახით გადააგზავნა ევროკავშირის სტრუქტურებში, ევროპარლამენტში რომ მიღებული იყოს ეს პრინციპი. მანვე აღნიშნა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ჯერ კიდევ შეიძლება არ მოქმედებს პრინციპები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ახლა ინიცირდება და რიგ ქვეყნებში უკვე მუშაობს სხვა კანონმდებლობის ფორმით. „მაგალითად, გერმანიაში „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ გერმანიის ოფისი დარეგისტრირებულია ლობისტად, თანამშრომლებს არ აქვთ პრეტენზია და ჩვეულებრივად იღებს გერმანელების უფლებას, იცოდნენ შემოსული დაფინანსებების და მისი მიზნობრიობის შესახებ. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში კოლონიალური დამოკიდებულება იგრძნობა, რაც გულდასაწყვეტია. დღეს 9 აპრილია და ჩვენს გმირებს იმისთვის არ უბრძოლიათ, რომ ასეთი კოლონიალური დამოკიდებულებით იყოს გამსჭვალული ჩვენი გადაწყვეტილებები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი და ინტერესები იყოს დაცული. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ის ადამიანი, პარტნიორი იქნება ეს უცხოელი თუ თავისი ქვეყნის წარმომადგენელი, თავისი ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს და ასეთივე ინტერესებით ვიხელმძღვანელებთ ჩვენ, იმიტომ, რომ ეს ვალდებულება და უფლებამოსილება მოგვანიჭა ამომრჩეველმა. ჩვენს ინიციატივაში იგულისხმება ყველა ქვეყანა, რომელიც არ არის საქართველო, რომელიც ფაქტიურად მეორე მხარეა და საიდანაც არაერთი შემთხვევა გვაქვს, თუნდაც ჰესების მშენებლობის გაპროტესტება იქნებოდა თუ ბევრი ძალიან საეჭვო მოქმედებები, რომელიც ფაქტია, რომ გარე ძალებიდან ფინანსდებოდა. რატომაც არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას ამაზე ნათელი წარმოდგენა და ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რატომაც არ უნდა იყოს ეს ინფორმაცია გამჭვირვალე?“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)