|
2024-04-08 18:23:46, 396 ნახვა
პოლიტიკა
საჯარო რეესტრმა „ალტ ინფოს“ პარტია გაუუქმა
საჯარო რეესტრმა ძალადობრივი, პრორუსული მოძრაობის ალტ-ინფოს პარტია კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფო გააუქმა. გადაწყვეტილება ასახულია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე. 2024 წლის 8 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გააუქმა პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ რეგისტრაცია, ვინაიდან პარტიის დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობის მოთხოვნებს. პარტიის რეგისტრაციის კანონიერების შესწავლა საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მომართვის საფუძველზე დაიწყო. "2021 წლის 6 დეკემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინა კონსტანტინე მორგოშიას მიერ ხელმოწერილი ახალი წესდება. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, წესდება ყრილობას უნდა დაემტკიცებინა. ამდენად, საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ მე-17 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, განმცხადებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის პარტიის წევრთა ყრილობის მიერ მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ მომხდარა. საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, საჯარო მმართველობის სფეროში კანონიერების პრინციპის დაცვის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. ბათილად იქნეს ცნობილი მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაციის სამსახურის რეგისტრაციის შესახებ #P21000039/0-1 (07/12/2021) გადაწყვეტილება; 2. გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე”, - აღნიშნავს რეესტრი.4 აპრილს პუტინისტური მოძრაობის ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ ალტ-ინფომ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)