|
2024-04-07 18:04:46, 408 ნახვა
პოლიტიკა
ჩაკვეტაძე - სინამდვილეში, „ნაცებს“, მათ „ენჯეოებს“ და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ
სამშობლო რომ არ იყიდება - ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "სინამდვილეში, “ნაციონალურ მოძრაობას”, მასთან კავშირში მყოფ არასამთავრობოებსა და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული აინტერესებთ". “სამშობლო რომ არ იყიდება - ეს უნდა დაადასტუროს ამ ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ. თუ ვინმეს მოუნდება ევროპული თემატიკა შემოიტანოს, ძალიან კარგი, მაგრამ პლაკატებს ზედ კი ნუ გადააკრავენ - გვერდზე მიაკრან, მივესალმებით! მით უმეტეს ევროპულ ნარატივს! სინამდვილეში, "ნაცებს", მათ "ენჯეოებს" და მედიას ევროპა კი არა, შავი ფული და ამ ფულით მართვის ბერკეტები აინტერესებთ. ამ მიზნით ებრძვიან სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასაც. თუ ასე არ არის, თავისი აზრი, პლაკატების სახით, გამოხატონ ისე, რომ სხვის პლაკატს ზემოდან კი არ გადააკრან, არამედ გვერდით გააკრან. თუ ასე იქნება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ - ევროპულ თემატიკას, პირიქით, მივესალმებით. თუ მაინც გადააკრავენ, ეს იქნება უტყუარი მტკიცებულება, რომ მოცემულ შემთხვევაში, ისინი ებრძვიან გამოხატვის ამ კონკრეტულ ფორმას!”- წერს ჩაკვეტაძე.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)