|
2024-04-05 17:43:11, 442 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილმა ენერგეტიკის კერძო სექტორთან შეხვედრა გამართა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ენერგეტიკის კერძო სექტორთან შეხვედრა გამართა. ეკონომიკის სამინისტროსა და ბიზნეს ასოციაციის თანამშრომლობით ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საჯარო უწყებების და კერძო ბიზნესების წარმომადგენლებმა, პროფილურმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საბანკო სექტორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოში ენერგეტიკის დარგის განვითარების ხედვაზე, პოლიტიკაზე და ამ პროცესში კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო სექტორში არსებული სურათი, განვითარების დინამიკა, რეფორმების და მნიშვნელოვანი პროექტების მიმდინარეობის პროცესი, ასევე ისაუბრა დარგის განვითარების მხარდამჭერ მექანიზმებზე. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დიალოგი კერძო სექტორთან. მნიშვნელოვანია, რომ თქვენგან მუდმივად მოვისმინოთ ის მოსაზრებები, რომელიც შეიძლება აქტუალური იყოს ენერგეტიკის სფეროს განვითარების კუთხით. ბოლო წლებში ქვეყანაში ენერგეტიკის პრიორიტეტულობა გაიზარდა და ვხედავთ, რომ უკვე გასულ წელს და მიმდინარე წელს ასზე მეტი მეგავატი ახალი დადგმული სიმძლავრე ემატება ჩვენს ენერგეტიკულ სისტემას. სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი გენერაცია, ამიტომ საჭიროა კიდევ უფრო მეტად წავახალისოთ ენერგეტიკული დარგი", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ენერგეტიკის დარგი, მეტი ადგილობრივი გენერაცია. ლევან დავითაშვილი ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკური ზრდის პროპორციით იზრდება ქვეყანაში ენერგომოხმარება და ამას უნდა სდევდეს გენერაციის ობიექტების დამატება და ზოგადად ქვეყანაში გენერაციის ზრდა. „ასე რომ, ჩვენი პროგნოზებით, ჩვენ 20 მილიარდ კილოვატ საათამდე ენერგიის მოხმარება მოგვიწევს დაახლოებით 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი სიმძლავრეების დამატება მოგვიწევს გენერაციის კუთხით. საქართველოს საკუთარი რესურსების გათვალისწინებით გააჩნია რესურსები სწორედ განახლებადი წყაროებიდან ენერგო მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ეს ადეკვატურია მსოფლიო ტენდეციების - მწვანე განახლებადი წყაროებიდან მივიღოთ ენერგორესურსები. ეს ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესშიც ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ეკონომიკის მინიტრმა. ამასთან, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, გენერაციის განვითარების პარალელურად უნდა მოხდეს ქსელის გაძლიერება, რაც გულისხმობს არამხოლოდ ქვეყნის შიდა გადაცემის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, მნიშვნელოვანია ასევე ტრანსსასაზღვრო გადაცემის ინფრასტრუქტურის განვითარებაც. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ევროპასთან პირდაპირ დაკავშირებადობა. ამ კუთხით მინისტრმა აქცენტი გააკეთა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე. „შავი ზღვისქვეშა მაღალი სიმძლავრის კაბელის პროექტი - ეს არის რეალობა, გეგმა, რომლის განხორციელებასაც ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით. 2030 წლისთვის საკმაოდ რეალურია, რომ ქვეყანას ჰქონდეს პირდაპირი დაკავშირებადობა უმსხვილეს ევროპულ ბაზართან და არამხოლოდ ახლო სამეზობლოსთან, ქვეყანამ შეძლოს მათ შორის ადგილობრივი ელექტროენერგიის ექსპორტი. თუმცა, ჩვენ გვესმის, რომ მთელი რიგი დარგები უფრო მეტ ელექტროენერგია მოიხმარებენ მომავალში, ენერგოსტრუქტურაც იცვლება და თავად მოხმარების სტრუქტურაც. გვესმის, რომ ციფრული განვითარების ეპოქაში ვცხოვრობთ და ეს ნიშნავს, რომ მეტ ციფრულ მონაცემს მეტი ელექტროენერგიის მოხმარება სჭირდება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ენერგეტიკის დარგის აქტუალური საკითხების განხილვისა და პროცესების ეფექტიანად მართვის მიზნით, ლევან დავითაშვილის ინიციატივით, რეგულარულად გაიმართება შეხვედრები სექტორთან. ამ ფორმატში გარკვეული პერიოდულობით შედგება დიალოგი და მსჯელობა როგორც მიმდინარე, ისე სტრატეგიულ საკითხებზე.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)