|
2024-04-05 11:48:31, 453 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე თურქეთის ელჩს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის ჯანდაცვის უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა - აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარი და საიმედო პარტნიორია. "მხარეებმა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის განვითარების პერსპექტივები და ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული სტრატეგია განიხილეს, რომელიც ადგენს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მკაფიო გეზს 2030 წლამდე და განსაზღვრავს მისი განხორციელებისთვის საჭირო სტრატეგიულ მიმართულებებს. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ, უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებსა და ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების თურქეთში მკურნალობის პროგრამაზე. პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს. ბენეფიციარებს მკურნალობის მიღება თურქეთის 4 წამყვან კლინიკაში შეუძლიათ. ელჩმა ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა. თავის მხრივ, მიხეილ სარჯველაძემ, დიპლომატს ჯანდაცვის, სფეროში მიმდინარე და განხორციელებული პროექტების აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)